20:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 12:33:57, 995 ნახვა

საზოგადოება
IWPR: საქართველოს რამდენიმე სოფელში წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ

“ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი” (IWPR) კვლევას აქვეყნებს, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ ავარებს შორის გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკას ეხება.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, წინდაცვეთას ასობით ავარ გოგონას აიძულებენ. წინდაცვეთას ატარებენ ყვარლის რაიონის სოფლებში  - თივიში, სარუსოსა და ჩანტლისყურეში, სადაც ბევრი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

ორგანიზაციის თქმით, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ  ქვეყნის ტერიტორიაზე გოგონათა წინდაცვეთის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მსგავსი ფაქტების შესახებ მონაცემები არ აქვთ ადგილობრივ არასმთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებსაც.

როგორც IWPR-ს წარმომადგენლები აღნიშნავენ, საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი მოკვლევის ჩატარების პირობა დადო.  

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში დაახლოებით 3 ათასი ეთნიკური ავარი ცხოვრობს.

ამასთან, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ინფორმაციით, აგვისტოში ორგანიზაციამ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დაღესტანში ათობით ათას ქალსა და გოგონას წინდაცვეთა აქვს ჩატარებული. კვლევის თანახმად, სასქესო ორგანოს ნაწილს ძირითადად ერთიდან სამ წლამდე ასაკის გოგონებს სახლის პირობებში აჭრიან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics