|
2016-11-08 11:00:29, 1287 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ტაციაობა დაიწყება ქვეყნებს შორის, თუ სად მოიხადოს სასჯელი სააკაშვილმა
"დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში ტაციაობა იქნება ქვეყნებს, შორის თუ სად მოიხადოს სასჯელი პირველად მიხეილ სააკაშვილმა და იმ სასჯელის მოხდის შემდგომ, სად გადასცემენ სხვა სასჯელის მოსახდელად", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა - ხომ არ მოითხოვს საქართველო მიხეილ სააკაშვილის იქსტრადირებას. სუბარის განცხადებით, სააკაშვილის ექსტრადირება დიდიხანია მოთხოვნილია. მისივე განმარტებით, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინასაც არ ექნება უფლება, რომ თავისი მოქალაქე სხვა ქვეყანას გადასცეს. "თუმცა იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მას მაინც მოუწევს ქართული მართმსაჯულების წინაშე წარდგომა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არ არის დიდი დრო დარჩენილი იქამდე, როდესაც უკრაინაშიც დაიწყება მისი სამართლებრივი დევნა. რიგში მოგვიწევს ჩადგომა ან ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა ან უკრაინა, სადაც სასჯელს მოიხდის ის", - განაცხადა სუბარმა. ამასთან, მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გიბერნატორის პოსტის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა. მინისტრს არ ჰგონია, რომ სააკაშვილის გადადგომა მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო. "ის იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა. ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილი იყო, მათ შორის უკრაინაშიც ლაპარაკობდნენ . ვერ გაამართლა ვერც ერთ ქვეყანაში და ვერც უკრაინაში. მისი დიქტატორული ამბიციებით ჩააფლავა ყველაფერი, სადაც კი რამეს გაეკარა სწორედ მისი მმართველოს პერიოდში ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიების 20%", - განაცხადა სუბარმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)