01:04 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 09:23:08, 1877 ნახვა

სამართალი
შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

„სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 0,6344 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო, რომელიც 0,0537 გრ ჰეროინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია მეტადონის შემცველი 8 აბი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics