|
2016-11-07 17:05:40, 2255 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენაზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის უნდა წარედგინა არა უგვიანეს 5 ნოემბრისა, ხოლო თავის მხრივ, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში უნდა განხილულიყო არა უგვიანეს 15 ნოემბრისა და შენიშვნებით კვლავ მთავრობაში დაბრუნებულიყო. „ვინაიდან, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, უკვე არჩეულია პარლამენტის ახალი შემადგენლობა და უახლოეს პერიოდში შეიკრიბება ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტი, ნათელია, რომ საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში - 15 ნოემბრამდე, მე-8 მოწვევის პარლამენტი ვერ შეძლებდა 2017 წლის ბიუჯეტის განხილვას და მთავრობას მხოლოდ ფორმალურად, სრულიად უშედეგოდ უნდა წარედგინა მომავალი წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი. მას შემდეგ, რაც უკვე შეიკრიბება ახალი მოწვევის პარლამენტი, საქართველოს მთავრობა აუცილებლად წარუდგენს მას 2017 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს და პარლამენტის წევრებთან ერთად, გააგრძელებს მუშაობას მომავალი წლის ბიუჯეტის საბოლოო ფორმირებამდე, რისთვისაც გაგრძელდება აქტიური მუშაობა როგორც სამინისტროებთან, ისე პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)