|
2016-11-07 13:48:45, 977 ნახვა
სამხედრო
იზორია: საქართველოში სამხედრო ფლოტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ
„საქართველოში სამხედრო ფლოტის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ფლოტის არსებობა კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. „მილიარდებზეა საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ როდესაც პრიორიტეტებს ვსახავთ სწორედ ჩვენი შესაძლებლობიდან, ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე უნდა დავსახოთ ეს პრიორიტეტები. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, ამ კომპონენტის საერთოდ გაქრობას. ეს კომპონენტი სრულად არ გაქრება, ეს კომპონენტი ამ დროისთვისაც მოქმედებს, რასაც ჰქვია სანაპირო დაცვა. ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა მილიონობით ინვესტიციები განახორციელეს. ასე რომ ახლის შექმნას არსებულის განვითარება ჯობია, მაგრამ არა ფლოტის დონეზე, ეს მოტყუება იქნება საზოგადოების და არამიზნობრივი ხარჯები. ასევე არამიზნობრივი ხარჯები, როდესაც შეიძლება ფლოტის შესაქმნელად 2 მილიარდი დოლარიც არ იყოს საკმარისი, რადგან ერთი გემი, თურქული გემი, როდესაც გონიოში შემოვიდა, მისი ღირებულება 150 მილიონი დოლარია. წარმოიდგინეთ ფლოტი, რომელსაც უნდა ჰყავდეს გემები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა რა კოლოსალურ თანხებთან იქნება დაკავშირებული”,-განაცხადა იზორიამ. ამასთან, რაც შეეხება საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების საკითხში, მინისტრის თქმით, პროცესში საქართველო აქტიურად არის ჩართული. „ოქტომბერში ნაკის ვიზიტი განხორციელდა საქართველოში, მე მქონდა მდივანთან ორმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობა და ერთ-ერთი თემა გახლდათ სწორედ საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით. გახლდათ სტუმრად ასევე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც სხვათაშორის ბრძანა, რომ ის ჩვენთან ჩამოსვლამდე გახლდათ რუმინეთში, შეხვდა კოლეგას და მიმდინარეობს აქტიური დისკუსია ნატო-ს ფარგლებში, თუ რა ფორმას მიიღებს ეს თანამშრომლობა როგორც ნატო-ს წევრ სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ისე ამ ქვეყნების ნატო-სთან მიმართებაში რაზე იქნება საუბარი“,-განაცხადა იზორიამ.
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)