20:40 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 10:44:40, 681 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის თემაზე ტრენინგები გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩატარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“.

ტრენინგებზე აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ.

სასწავლო კურსებს სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები უძღვებოდნენ.

კურსის პრაქტიკული ნაწილის დროს, ამერიკელმა კოლეგებმა ტრენინგის მონაწილეებს ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარუდგინეს და მასზე რეაგირების პრაქტიკულ მეთოდებზე ესაუბრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics