2016-11-05 14:08:22, 2438 ნახვა
მსოფლიო
ერაყში აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა
ერაყში გზის ორმხრივი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო კონვოის ქალაქ ჰავიჯადან, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, მშვიდობიანი მოსახლეობა გადაჰყავდა.
სამართალდამცველების თქმით, გარდაცვლილთა შორის 17 მშვიდობიანი მოქალაქე და 1 პოლიციელია.
შეგახსენებთ, რომ ერაყის ქალაქ მოსულში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. "ისლამურმა სახელმწიფომ" 1 600 ადამიანი მძევლად აიყვანა. მედიის ცნობით, ისლამისტები მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებენ.
ცნობისთვის, ერაყელმა სამხედროებმა მოსულის აღმოსავლეთით ისლამისტებისგან გათავისუფლებული რაიონების განაღმვა დაიწყეს. სამთავრობო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 6-ს რაიონზე აღადგინეს კონტროლი, რითაც მოსულის სიღრმეში თითქმის ორი კილომეტრით წაიწიეს წინ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან