|
2016-11-04 15:53:53, 1558 ნახვა
კომენტარი
აკაკი საღირაშვილი: გაუგებარია პირების განცხადება, რომლებიც „საქართველოს რკინიგზის“ კონფლიქტის მხარედ წარმოჩენას ცდილობენ
სოფელ ზვარეში მომხდარ ინციდენტს „საქართველოს რკინიგზა“ ეხმაურება. როგორც „რკინიგზაში“ განმარტავენ, „საქართველოს რკინიგზას“ ჩინეთის რკინიგზის „23-ე ბიუროსთან“ საკონტრაქრო ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც 2011 წელს ჩატარებული საერთაშორისო ტენდერის საშუალებით გაფორმდა. მათივე ცნობით, დოკუმენტი ეხება ხაშური-მოლითის ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას, აღნიშნულ ობიექტზე ტექნიკურ ზედამხედველობას, ასევე საერთაშორისო ტენდერით გამარჯვებული კომპანია ILF-ისა და Deutsche Bahn-ის კონსორციუმი ახორციელებს. „ამ კონტექსტში ჩვენთვის გაუგებარია იმ პირების განცხადება რომლებიც ცდილობენ, საქართველოს რკინიგზა“ წარმოაჩინონ როგორც კონფლიქტის მხარე, ვინაიდან რკინიგზა არ წარმოადგენს სამართალურთიერთობის მხარეს, სუბიექტს ქვეკონტრაქტორის შიდა შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში, ისევე, როგორც სხვა ათასობით რკინიგზის კონტრაქტორი კომპანიის შემთხვევაში, იგი მოკლებულია უფლებას, ჩაერიოს მესამე პირებს შორის არსებულ შიდა შრომით ურთიერთობებში. ჩვენ ვცდილობთ, დარეგულირდეს საკითხი და ნორმალურ პირობებში წარმიმართოს სამშენებლო სამუშაოები. მოვუწოდებთ მხარეებ ს, მიიღონ შესაბამისი ზომები სიტუაციის განმუხტვისათვის“, - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა. რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ, „საქართველოს რკინიგზაში“ ამბობენ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ცნობები აქვთ. „საკითხის გარკვევაში ჩართული არიან სამართალდამცველი ორგანოები და მიმდინარეობს გამოძიება. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყებები გაარკვევენ ყველა მიზეზს“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)