2016-11-04 15:51:16, 2005 ნახვა
მსოფლიო
ბულგარეთის პრეზიდენტი: რუსეთი კიბერთავდასხმებით ცდილობს, ევროპა გახლიჩოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს
ბულგარეთის პრეზიდენტ როსენ ასენოვ პლევნელიევის განცხადებით, რუსეთი კიბერთავდასხმებით ცდილობს, ევროპა გახლიჩოს და დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ პლევნელიევმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პლევნელიევმა აღნიშნა, კრემლი ასევე სხვა ქვეყნების პოლიტიკაზე ზემოქმედებას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებითა და პროპაგანდის გავრცელებით ცდილობს.
პლევნელიევის თქმით, გასულ წელს ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდსა და რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდზე ჰაკერების შეტევა განხორციელდა.
ბულგარეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კიბერთავდასხმის უკან იგივე ჯგუფი დგას, რაც აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ვებგევრდზე თავდასხმის.
ცნობისთვის, 6 ნოემბერს ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როსენ პლევნელიევი კენჭს არ იყრის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან