|
2016-11-03 12:18:15, 1965 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დავითაშვილი: მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს კომში დაემატა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამა „დანერგე მომავალში“ ცვლილება განხორციელდა. დავითაშვილის თქმით, პროგრამის ფარგლებში, მრავალწლოვანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტსში კომში შევიდა. ხოლო კენკროვანი ხილი, ჟოლო და მაყვალი აღნიშნულ კომპონენტს მთელი საქართველოს მასშტაბით დაემატა. „დღეს განხორციელდა ცვლილება „დანერგე მომავალში“, რომელიც ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების გაშენებას მთელი საქართველოს მასშტაბით ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღების მშენებლობას, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ფერმერის კეთილდღეობა გაიზარდოს, მრავალწიანი კულტურები მეტი შემოსავლის მომტანია 1 ჰექტარ ტერიტორიაზე. ეს პროექტი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს უკვე და 1 500 ჰა-ზე მეტი ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ბაღი მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებულია, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებით ახალი ტიპის მებაღობას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შედეგად ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურა დავამატეთ, კომშის კულტურა დაემატა კახეთსა და ქვემო ქართლში, დაემატა მთელი საქართველოს მასშტაბით კენკროვნები,ჟოლო და მაყვალი. კენკროვნები არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურა იმ თვალსაზრისით, რომ ერთ ჰექტარზე მათი შემოსავალი არის საკმაოდ დიდი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ინფორმაციისთვის, ბაღების კომპონენტი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურების ახალი ბაღების გასაშენებლად პოტენციური ბენეფიციარებისათვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაწევას.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)