19:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 16:56:17, 752 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია,   მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის ხელმძღვანელობით,სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები  ქალაქ  ასტანაში  გამართულ აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას KazAgro/KazFarm-2016 დაესწრნენ.

უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილესთან, სერიკ ეგიზბაევთან ერთად გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და KazAgro/KazFarm-2016-ის  მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ცოფურაშვილმა ბოლო წლებბში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ  მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების  გააქტიურების, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

,,ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა დასაექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.ქართული კომპანიები სამინისტროს ხელშეწყობით  მსოფლიოს მასშტაბით აგრარული მიმართულების ათეულობით საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. საქართველოს სტენდი წარმოდგენილია  KazAgro/KazFarm-2016-ზეც და იმედი გვაქვს, რომ ქართული პროდუქცია პოპულარული გახდება ყაზახეთის ბაზარზეც“, - აღნიშნა ცოფურაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016მოწყობილ ქართულსტენდზესაკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: ,,კულა“, ,,შატო თელავი“, ,,ქიმერიონი“, ,,ლივო“, ,,ზედაზენი“, ,,შპს ქინძმარაული“, ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“, წინანდლის ძველი მარანი“ და  ,,არეანი“.

გამოფენის ფარგლებში,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე  გოჩა ცოფურაშვილი, დელეგაციის წევრებთან და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილეს, სერიკ ეგიზბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება განიხილეს.

გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 ქართული სტენდი საუკეთესოდ აღიარეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სპეციალური დიპლომი და ოქროს მედალი გადასცეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics