19:27 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 14:00:42, 696 ნახვა

საზოგადოება
რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა

რომში ერთ-ერთ ქუჩას თბილისის სახელი დაერქმევა.  ამის შესახებ გადაწყვეტილება რომში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც რომის მერის მოადგილე ლუკა ბერაგამო, თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდნენ.

თბილისის მერის მოადგილე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში  გიგა ნიკოლეიშვილი  და ირაკლი ხუცურაული მონაწილეობენ მერების რიგით მეორე სამიტში სახელწოდებით „ერთობა მრავალფერეოვნებაშია“.  სამიტს 60-დე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ესწრება. 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, წლევანდელი სამიტის მთავარი თემაა კლიმატური ცვლილებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ბუნებრივი და ენერგორესურსების მართვა. გარდა ამისა, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემააკონფლიქტურ ზონებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.

სამიტი დღეს გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის, კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიმართულებით.

კონფერენცია 4 ნოემბერს დაიხურება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics