|
2016-10-31 12:21:55, 3875 ნახვა
კულტურა
პირველად საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი" გრაფიკული რომანის სახით გამოიცა
თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას წიგნის -„ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი" პრეზენტაცია გაიმართა. „თიბისი ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსანი - გრაფიკული რომანი" პირველი ქართული გრაფიკული რომანია, რომელიც წიგნის სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება. მათივე ცნობით, „ვეფხისტყაოსანი" პაპუნა დავითაიას და გამომცემლობა „არტანუჯის" პირველი ერთობლივი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება. დავითაიას თქმით, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. „საქართველოში გრაფიკული რომანი არ არის ფართოდ გავრცელებული და პოპულარული, თუმცა სადაო არ არის, რომ ბავშვებისთვის, შინაარსზე მეტი კონცენტრაციისა და უკეთ აღქმისათვის, გრაფიკული რომანი ძალიან სახალისო და საჭირო ჟანრია. ვფიქრობ, ამ ფორმით ჩვენი ბავშვები „ვეფხისტყაოსნის" უკეთ გაგებას შეძლებენ და შემდეგ უკვე პოეზიასთან ზიარებით გაიღრმავებენ მის სიყვარულს,"-აღნიშნა პაპუნა დავითაიამ. ცნობისთვის, სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი, კინომეწარმე და მხატვარი პაპუნა დავითაია რამდენიმე ანიმაცური და მხატვრული ფილმის რეჟისორი და პროდუსერია. დამთავრებული აქვს თბილისის კინოსტუდიის ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. უკანასკნელი სამის წლის განმავლობაში ლოს ანჯელესში შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის ხელოვნება. გრაფიკული რომანი ამერიკაში 1930-იან წლებში წარმოიშვა, როგორც „კომიქსის" ერთ-ერთი მიმართულება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი იაპონური ვერსია „მანგა" იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ გრაფიკული რომანების წარმოება უფრო მოგვიანებით, 1970-იან წლებში დაიწყო. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, თიბისი გალერეაში პაპუნა დავითაიას მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თემაზე შექმნილი ფერწერული ტილოებიც გამოიფინა. (R)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)