|
2016-10-30 17:45:50, 649 ნახვა
პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: ალბერტ მერებაშვილმა საიას დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა
გორის რაიონის სოფელ სობისში მომხდარი ინციდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა ალბერტ მერებაშვილმა საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელს შეურაცხყოფა მიაყენა. „მერაბაშვილმა გააკრიტიკა ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრის გამო, რომელიც ეხებოდა წილისყრის პროცედურაში, თვითნებურად მონაწილეობის არ მიღებას. როგორც დილით განვმარტეთ ეს არ არის კანონთან შესაბამისი. შემდეგ ეს პიროვნება დაემუქრა ჩვენს წარმომადგენელს, უთხრა, რომ ის არის კუდ-ის ყოფილი წარმომადგენელი და ურჩია, რომ მასთან ურთიერთობაში არაფერი შეეშალოს“, - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა. ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სოფელ სობისში მათ მხარდამჭერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ალბერტ მერებაშვილი გორის საკრებულოს წევრმა, კობა ბერიანიძემ სცემა. აღნიშნულს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სოფელ სობისში, #45-ე საარჩევნო უბანთან მოხდა ინციდენტი. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ბადრი ბასიშვილის, ერთ-ერთი აქტივისტი ალბერტ მერებაშვილი მმართველი გუნდის აქტივისტებს დაუპირისპირდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 125 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)