|
2016-10-28 14:17:03, 704 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანიდან საქართველოს ელჩის გამოწვევის მოთხოვნით, საგარეო უწყებასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
„მოვითხოვთ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევას“; „შარაშენიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა“; „აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის განცხადებები ორ ქვეყანას შორის კონფლიქტს აღვივებს“ - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გააპროტესტეს ''უფლებადამცველთა გაერთიანების'' წარმომადგენლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ელჩის განცხადება. აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილობით მიმართეს და აზერბაიჯანიდან შარაშენიძის დაუყოვნებლივ გამოწვევა მოითხოვეს როგორც უფლებადამცველთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები ორ ქვეყანას შორის დისონანსს გამოიწვევს. „აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ გააკეთა განცხადება მცდარ ინფორმაციაზე, თითქოს ''პატრიოტთა ალიანსის'' ლიდერმა გააკეთა განცხადება, რომელსაც დისონანსი შეაქვს ორი ქვეყნის ურთიერთობაში. საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში არ გადაუმოწმებია ეს ინფორმაცია, მან გააკეთა ანტისახელმწიფოებრივი და ეთნიკური შუღლის გამღვივებელი განცხადება, რომ თითქოს საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც გარკვეულწილად ცუდი განზრახვა აქვს აზერბაიჯანთან დაკავშირებით“, - განაცხადა მჟავანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)