|
2016-10-27 10:51:13, 699 ნახვა
პოლიტიკა
"სახელმწიფოსთვის შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ეს ასე დარჩება"
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი არ აკონკრეტებს, არჩევნების შემდეგ, მისი უწყება იგივიე ფორმით იფუნქციონირებს თუ არა. თუმცა, ციხელაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის შერიგების, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ეს ასე დარჩება: „ჩვენ უნდა დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს და იმ გადაწტყვეტილებებს, რომლებიც იქნება მიღებული. ყველა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ცხადია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რაც ეეხება სამინისტროების ფუნქციონირებას, ყველა სამინისტრო აგრძელებს ფუნქციონირებას ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით. მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მათ შორის ჩვენი მიმართულებით. ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრი პროექტი მიმდინარეობს, ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს და სახელმწიფოსთვის შერიგების მიმართულება, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულება, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება გახლავთ ერთ-ეღთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ეს ასე დარჩება“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)