|
2016-10-26 15:55:34, 1677 ნახვა
ეკონომიკა
გვენეტაძე: გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით
შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, სებ-ი კურსის პროგნოზს არ აკეთებს. მისივე განმარტებით, სებ-ის ფუნქციაა დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს. "კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულდაც კი ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ის ვინც ამას გააკეთებს, ისევე როგორც ნავთობის ფასების პროგნოზირებისას ემართებათ, შეცდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ როცა მყარდება კურსი და არც მაშინ როცა უფასურდება”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ. ამასთანბ, სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, არსებობდა ერთჯერადი ფაქტორები, რომლებმაც გაცვლით კურსზე გავლენა მოახდინეს. ,,თუ გადავხდავთ მიმდინარე ანგარიშის ბოლო თვეების ტენდენციებს დინამიკა გაუმჯობესებაზე მეტყველებს - ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გაზვნილები 13%-ით არის გაზრდილი. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო 2 წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და გარკვეულწილად პიკსაც კი მიაღწია გუშინ სხვა ვალუტებთან შედარებით. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, დღევანდელ დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით”, - განაცხადა გვენეტაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)