16:41 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 11:26:02, 737 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია: ვავალებ რაიონულ გამგეობებს, სოციალურად დაუცველები შეშით უზრუნველყონ

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, რაიონულ გამგეობებს, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა“ და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.

ნარმანიას განცხადებით, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, „თბილსერვის ჯგუფმა“ ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო მუშაობა, გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი.

ასევე, კოჯორში მცხოვრები მოსახლეობა მყისიერად იქნა შეშით უზრუნველყოფილი.

„შპს „თბილსერვის ჯგუფს“ ვავალებ, მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით, რათა გადაადგილებისას მაქსიმალურად ავიცილოთ ნალექისგან გამოწვეული შეფერხებები. ასევე, ზამთრის სეზონის მოახლოებასა და შესაბამისად, ტემპერატურის კლებასთან დაკავშირებით, ვავალებ რაიონულ გამგეობებს, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, უზრუნველყონ  შეშით“, -განაცხადა თბილისის მერმა.

დღესვე  „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების შემოწმება დაევალა.

„საბავშვო  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ სააღმზრდელო დაწესებულებები მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი. თუმცა, გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics