|
2015-03-18 18:10:29, 1296 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ ახალ საიმიჯო კამპანიასა და დასაქმების ინოვაციურ პროექტს იწყებს
19 მარტს, 14:00 საათზე საბურთალოზე, ცინცაძის #37-ში მდებარე სუპერმარკეტში „სმარტი“ ახალი საიმიჯო კამპანიისა და დასაქმების ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას მართავს. 11 სერიისგან შემდგარი ვიდეო რგოლები, რომელიც სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცელდება, „სმარტის“ თანამშრომლების განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღებას და „სმარტში“ დასაქმების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავი გააიგივონ მათთვის საინტერესო პროფესიის პერსონაჟთან, შესაბამისი ვაკანსია შეავსონ „სმარტის“ ფეისბუქ გვერდზე და დასაქმდნენ. წლის ბოლომდე „სმარტი“ სამი სუპერმარკეტის გახსნასა და 500-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)