|
2016-10-25 14:52:14, 726 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი ასევე შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს, მშვიდი და სამართლიანი გარემო უზრუნველყონ: „მოგეხსენებათ არჩევნები გრძელდება და რამდენიმე წინადადებით გაგაცნობთ პრეზიდენტის მოსაზრებას: როგორც იცით, განმეორებითი არჩევნები ჩატარდა ორ ოლქში, სადაც პირველი ეტაპი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ განმეორებითმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი დარღვევებისა და გადაცდომების გარეშე ჩაიარა. თუმცა ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გრძელდება, 30 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გაიმართება მაჟორიტარულ ოლქებში და, ისევე როგორც მთელი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესის განმავლობაში, პრეზიდენტი მოუწოდებს ამომრჩეველს აქტიურობისკენ და მეტი ჩართულობისკენ, შესაბამის სტრუქტურებს კი მშვიდი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფისკენ. კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დარღვევასა და საჩივარზე დროული რეაგირება“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)