|
2016-10-25 13:30:18, 814 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული პალატების დაფუძნების საკითხზე სხდომა გაიმართა
იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინიტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა − საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს სპეციალიზებული კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის საკითხი, რომლებიც ბიზნესის საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული და საგადასახადო და ბიზნესდავებს სწრაფად და ეფექტიანად გადაწყვეტს. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო კოლეგიების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება იქნება. პრეზენტაცია სპეციალიზებული პალატის საჭიროების, მისი იურისდიქციის, სასამართლო სისტემაში პალატის ადგილსა და მოსამართლეების თაობაზე იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. სხდომის მონაწილეებმა განიხილეს კომერციული სასამართლოს მოდელები, რომლებიც ევროპის მოწინავე ქვეყნებშია აპრობირებული, მათ შორის, ინგლისის, ირლანდიის, ჰოლანდიის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, გერმანიის, მაგრამ ასევე, აშშ-ის, დუბაის, სინგაპურისა და კანადის მაგალითები; იმსჯელეს კომერციული კოლეგიების იურისდიქციის საკითხებზე, მოსამართლეთა კოლეგიების შექმნის მექანიზმებზე და სხვ. ღონისძიების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხზეც, თუ როგორ უნდა განიტვირთოს სასამართლო წვრილმანი დავებისაგან და მოისმინეს ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობის შედეგები. სპეციალიზებული პალატის შექმნის პროცესს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, კონსულტაციას კი უწყებას შპს „Dechert Georgia“ გაუწევს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული კომპანია „დეკერტის“ ფილიალია. „დეკერტი“ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფუნქციონირებს და ის კარგად იცნობს კომერციულ სასამართლო სისტემებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში. „Dechert Georgia“ შეისწავლის და გააანალიზებს რეფორმის ყველა ეტაპს და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მოამზადებს კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნის კონცეფციის სტრატეგიას, სამოქმედო გეგმასა და შესაბამის ნორმატიულ ბაზას. კომერციული კოლეგიების/პალატების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს პარლამენტს, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში წარედგინება; პარალელურად დაიგეგმება მოსამართლეობის კანდიდატთა საზღვარგარეთ განათლების, გადამზადებისა და ტრენინგების პროგრამები კორპორატიულ, საგადასახადო და სავაჭრო სამართალში, აგრეთვე, სამართლის სხვა შესაბამის დარგებში. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უწინდელი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს უფლებამონაცვლეა. სხვა მსგავსი საბჭოების ანალოგიურად, იგი უწყებათაშორის სტრუქტურას წარმოადგენს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიები, აკადემიური და ბიზნესწრეები. საბჭოს მიზანი კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმებისათვის წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავება და კანონპროექტების მომზადებაა. (NS)
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს პატიმრობა შეეფარდა
სუს-ის თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)