|
2015-03-18 17:11:51, 499 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებულ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულებას“ გმობს. ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან გაფორმებულ ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" კვალდაკვალ, 2015 წლის 18 მარტს, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის ხელი მოეწერა ე.წ. „ხელშეკრულებას მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“. რუსეთის ეს ქმედება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლით დადგენილ წესრიგს და ძირს უთხრის გაეროს ქარტიითა და ჰელსინკის აქტით დადგენილ ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა, საზღვრების ურღვევობა, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერას, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, წარმოადგენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივ ანექსიას. დოკუმენტი ითვალისწინებს ცხინვალის რეგიონის სრულ ინტეგრაციას რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში“, – აღნიშნულია განცხადებაში. როგორც სამინისტროში აცხადებენ ე.წ. „ხელშეკრულება" უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს. „დოკუმენტის გაფორმება და შემდგომი იმპლემენტაცია კიდევ უფრო დაამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას და უარყოფითად აისახება საქართველოსა და მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. აღნიშნული განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, როცა ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი უარს აცხადებს ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამგვარი ქმედებები წარმოადგენს 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიისა და 2008 წლის შემდგომ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ ამგვარი პოლიტიკა, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან ერთად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია არ ეგუება სუვერენული სახელმწიფოების არჩევანს და ცდილობს რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენას, მათ შორის სამხედრო ძალის, ოკუპაციის, ანექსიისა და სხვა დესტრუქციული მეთოდების გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცეს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკის აღსაკვეთად, მათ შორის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გზით. „საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, – აცხადებენ სამინისტროში.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)