|
2016-10-23 13:45:13, 819 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე კურორტ ბეშუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად კურორტ ბეშუმში მიმდინარე გზის, წყლისა და კანალიზაციის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების ჩატარებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მათივე ცნობით, დაგეგმილია ასევე კურორტისათვის ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მსგავსი მასშტაბის სამუშაოები კურორტ „ბეშუმის" არსებობის მანძილზე არ ჩატარებულა. კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად შპს ,,B&B"-სთან ხელშეკრულება 2016 წლის 28 აპრილს გაფორმდა. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 717 229 ლარი გამოიყო. ამ ეტაპისთვის საკურორტო ზონაში შიდა ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულებულია. დასრულების სტადიაშია ასევე საკურორტო ზონის გარეთ ცენტრალური წყალსადენისა და რეზერვუარების მოწყობაც. რაც შეეხება კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, სამუშაოებს აქ შპს „TUSKI GEOLOGY GROUP"-ი ახორციელებს. სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპილატიტეს ბიუჯეტიდან 312 728 ლარია გამოყოფილი. მთის კლიმატური კურორტი ბეშუმი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე მდებარეობს. კურორტი მდიდარია წიწვიანი ტყეებით და სასარგებლოა სასუნთქ ორგანოთა სამკურნალოდ. სეზონი ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)