|
2016-10-22 10:49:29, 833 ნახვა
რეგიონი
საგარეჯოში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება მოხდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-22 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 2,7 კმ სიგრძის მილსადენი მოეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი. სამინისტროს ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 274 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დასრულდება. 2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სამელიორაციო არხს. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 100 ჰექტრიდან 14 880 ჰექტრამდეა გაზრდილი, ხოლო სადრენაჟე სისტემები 3 924 ჰექტარს ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)