|
2015-03-18 09:43:16, 660 ნახვა
სამართალი
პროკურატურა პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა პატრულ-ინსპექტორებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა დააკავეს, რითიც მათი უფლებები უხეშად დაარღვიეს. პროკურატურის ცნობით, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულების გათავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე ზემოთ აღნიშნული გარემოების გამო. "2015 წლის 26 იანვარს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულის სახით დააკავეს ადვოკატი იმედა წიკლაური და მისი ძმა გიორგი წიკლაური, ხოლო ადმინისტრაციული წესით დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს მათი თანმხლები პირი, ასევე ადვოკატი ლევან ავალიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს, ქ.თბილისში, ოქროყანის გზაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ გაჩერებული იქნა ვ. ჭინჭარაულის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდი“-ს მარკის ავტომობილი, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდნენ გ. წიკლაური, ლ. ავალიანი და ი. წიკლაური. ამ უკანასკნელმა, რომელიც იყო ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა, რაც სიტყვიერ შელაპარაკებაში გადაიზარდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ისინი პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ლ. ავალიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ზედამხედველი პროკურორის მიერ საქმეში არსებული მტკიცებულებების, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების სამკერდე კამერების და საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანის კამერის მიერ განხორციელებული ვიდეო ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ი. წიკლაურისა და გ. წიკლაურის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს, კერძოდ სამართალდამცავთა მიმართ რაიმე სახის იძულებას, რასაც თან ახლდა ძალადობა ან ძალადობის მუქარა ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ განხორციელდა ხსენებული პირების სსკ-ის 353-ე მუხლით ბრალდებულის სახით დაკავება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმავე დღეს პროკურორის დადგენილებით ბრალდებულის სახით დაკავებული ი. წიკლაური და გ. წიკლაური გათავისუფლდნენ დაკავებიდან.
აღსანიშნავია, რომ დაკავებისას სხეულის დაზიანება მიიღო ი. წიკლაურმა. მისი განცხადებით, მან ხსენებული დაზიანებები მიიღო პატრულ-ინსპექტორების მხრიდან მისი ცემის შედეგად. იგი მოთავსებული იქნა ჰოსპიტალში და ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაუდგინდა თირკმლის დაჟეჟილობა. აღნიშნულზე დაინიშნა და მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. რაც შეეხება პოლიციის მუშაკისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლ.ავალიანს, მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა შეწყვეტილი, ვინაიდან საერთოდ არ დადასტურდა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ფაქტი. არსებული ჩანაწერების შესწავლის შედეგად ასევე დგინდება, რომ ლ.ავალიანის მხრიდან ადგილი არ ჰქონია დაუმორჩილებლობის ჩადენის ფაქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გამოძიების პროცესში გამოიკვეთა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების შესაძლო ფაქტები, ხსენებული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. შესაბამისად, მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა დაკავებულების გაშვება მოხდა პროკურორის სატელეფონო ზარით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არის ტყუილი და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბრალდებულების გათავისუფლება მოხდა პროკურორის დადგენილების საფუძველზე, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავება მოხდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე და აშკარად ჰქონდა ადგილი მოქალაქეთა უფლებების უხეშ დარღვევას",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სოფელ ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შესაძლოა, აშშ-მ უახლოეს დღეებში ირანში გამდიდრებული ურანის ჩამორთმევის მიზნით სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს - The New York Times
Mercedes-მა, Volkswagen-ის შემდეგ, სამხედრო პროდუქციის წარმოების მზადყოფნა გამოაცხადა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)