11:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 16:10:14, 2194 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში ხიდის ჩანგრევას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი

ინდონეზიაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Independent-ი ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხიდი ბალის მახლობლად ორ პატარა კუნძულს აკავშირებდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რელიგიური დღესასწაულის ათასობით მონაწილე სახლში ბრუნდებოდა.

მედიის ცნობით, ხიდის ჩანგრევის სავარაუდო მიზეზად კონსტრუქციის გადატვირთვა გახდა, რადგან ხიდმა ხალხის დიდ ნაკადს ვერ გაუძლო.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ყველა დაღუპული ადგილობრივი მცოვრებია.

როგორც Independent-ი წერს, ინციდენტის შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, საფეხმავლო ხიდი 100 მეტრის მანძილზე გადიოდა და ზღვის საფარიდან 1,5 მეტრი აშორებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics