|
2016-10-17 15:44:31, 1661 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
წულუკიანი: 8 ოქტომბერს ამომრჩეველს ყველაზე დაზუსტებული საარჩევნო სია შევთავაზეთ
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, 8 ოქტომბერს ამომრჩეველს ყველაზე დაზუსტებული საარჩევნო სია შესთავაზეს. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიების გადაზუსტება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაიწყეს და მონიტორინგი ყოველდრიურ რეჟიმში გრძელდება: „გადაზუსტება იმიტომ, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში სიები დაზუსტდა ჯერ კიდევ თვითმმართველობის არჩევნების მიზნებისთვის. გვქონდა გახსნილი ცხელი ხაზი საარჩევნო სიებთან დაკავშირებით, სადაც არჩევნების დღეს 72 ზარი შემოვიდა და აქედან ნახევარზე მეტი ეხებოდა შეკითხვას, თუ სად მდებარეობს საარჩევნო უბანი, რადგან მოქალაქემ არ იცოდა და რეალურად ცესკო-სთვის განკუთვნილ კითხვებს ჩვენ ვპასუხობდით, რომ ცესკო არ გადაგვეტვირთვა, ასევე იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა მოქმედი საბუთი და ვერ იღებდა არჩევნებში მონაწილეობა. ეს საარჩევნო სია მონიტორინგს გადის ყოველდღიურ რეჟიმში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალი წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების დაზუსტების პროექტს გავაგრძელებთ. მთავარი ისაა, რომ ბიომეტრიული ფოტოების მეშვეობით, უბანზე მისული ადამიანების დადარება ხდება, რათა ერთი დაიგივე ადამიანმა ბევრჯერ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა“,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)