|
2015-03-18 09:32:37, 491 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი ჩაატარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროექტში „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ მონაწილეობას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თამაზ აბაშიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა თამარ ჯანელიძემ ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილი ჩაუტარეს. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივ პროექტ - „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში, ბათუმის 5 საჯარო სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, სპეციალურად არიან გადამზადებული აღნიშული პროგრამისთვის. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება. აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებშიც. 2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება ჩატარდა თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5 , ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)