|
2015-03-17 17:47:39, 559 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძემ ბათუმის სტადიონის გამარჯვებული პროექტი წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ყინულის სასახლეში, ბათუმის სტადიონის გამარჯვებული პროექტი წარადგინა. ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და სხვა ოფიციალური პირები, სპორტსმენები, გულშემატკივრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 22 წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საბოლოო არჩევანი ესპანურ პროექტზე შეაჩერა. შპს „iberproex engineering & project management” -ის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით 2017 წელს ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე ე.წ „ელექტრ ო კარის“ ტერიტორიაზე არსებულ 8,4 ჰა მიწის ნაკვეთზე აშენდება 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი. სტადიონის ტერიტორიაზე სპორტული ტერიტორია, ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები მოეწყობა. სტადიონზე ასევე VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები განთავსდება. სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა იქნება შესაძლებელი. სტადიონის ექსტერიერის დიზაინში ტალღოვანი ზოლები დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. გამარჯვებული პროექტის მიხედვით, მოხდება 8.4 ჰექტრის ათვისება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ. მეტრს. საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონისთვის გამოყოფილია 3600 კვ. მეტრი. სპორტულ მოედანზე სხვადასხვა ტიპის სპორტული შეჯიბრება ჩატარდება. მათ შორის გიამართება ფეხბურთის, მძლეოსნობისა და ფრენბურთის შეჯიბრებები. სტადიონი UEFA-სა და FIFA-ს სტანდარტებს უპასუხებს. სტადიონი მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. გამარჯვებული პროექტის ღირებულება 579 000 ლარია. “ეს არ იქნება მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის, არამედ ქვეყნის და მთლიანად კავკასიის მასშტაბით გამორჩეული დიზაინის და სტანდარტების სპორტული ობიექტი. ის დააკმაყოფილებს ფიფასა და უეფას მოთხოვნებს, იქნება მრავალფუნქციური და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)