15:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 16:23:44, 695 ნახვა

პოლიტიკა
ბურჭულაძე: ჩვენი კარები ღიაა ყველა პროდასავლური ძალებისთვის

ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას, ჩვენი კარები ღიაა ყველა პროდასავლური ძალებისთვის, - ამის შესახებ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა,  ბლოკი ერთთვიან ვადას იღებს იმისთვის, რომ ყველა პარტიაში რეორგანიზაცია მოხდეს.

“ერთ თვეს ვიღებთ ვადას იმისთვის, რომ რეორგანიზაცია მოხდეს ყველა ჩვენს პარტიაში, რის შემდეგაც უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს. რეორგანიზაციაში რა იგულისხმება მაგას შემდეგ გეტყვით”,- აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

ამასთან, ბურჭულაძის თქმით, ბლოკში შემავალი სუბიექტები გააგრძელებენ არჩევნების პერიოდამდე ბლოკის სტატუსით ბრძოლას, ხოლო არჩევნების შემდეგ - მჭიდრო თანამშრომლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics