|
2015-03-17 16:00:36, 726 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგეობა: ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვანი ბავშვები და სკოლის მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში, ფილმის „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, გამგეობა კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ფილმის ჩვენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული. როგორც გამგეობაში განმარტავენ, 2015 წლის 14 მარტს კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბლებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ. მათივე მტკიცებით, ცენტრის ეზოსა და ფოიეში არასრულწლოვანთა ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება გთავაზობთ ფოტო მასალას, რომელიც 2015 წლის 14 მარტს, კულტურის ცენტრ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზშია გადაღებული, სადაც ფილმის „9 წლიანი რეჟიმის სისხლიანი ქრონიკა“ –ს ჩვენება გაიმართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ფილმის ჩვენებაზე არასრულწლოვანი ბავშვები და სკოლის მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ დარბაზში და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს აღნიშნული ფილმის ჩვენება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ იყო ორგანიზებული. ფილმის ჩვენება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყველა თაობა საქართველოსთვის“ ეგიდით მოხდა. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–სა და სხვა მედია საშუალებეში გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოს ფილმის ჩვენებას მოსწავლეები ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობა დეზინფორმაციას და ბლეფს უწოდებს. 2015 წლის 14 მარტს კულტურის ცენტ „ოდიში“–ს საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ფესტივალი ქორეოგრაფიული ანსამბელებისათვის, სადაც მონაწილეობას სამეგრელოს რეგიონის ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეები იღებდნენ. ცენტრის ეზოსა და ფოიეში მათი ყოფნა მხოლოდ ამ ფაქტს უკავშირდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავსი ცრუ და ყალბი კადრებისა და „საგანგებოდ დადგმული“ რეპორტაჟების გაშუქებისას, რომელიც ასახავს დეზინფორმაციას და იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტისათვის ღირსების შემლახავი, მსგავსი ფაქტის დაფიქისრებისას გამგეობა იტოვებს უფლებას ყველა მედია საშუალებას პასუხი სამართლებრივად აგებინოს“, - ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადებაში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)