11:07 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 11:22:03, 2013 ნახვა

საზოგადოება მსოფლიო
მინსკში საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მინსკის აეროპორტში საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 28 წლის მამაკაცი მინსკიდან კიევში ყალბი პასპორტით აპირებდა ჩასვლას და მისი დაკავება 9 ოქტომბერს მოხდა.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც მას ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა, რის შემდგომ მოხდა მისი ინდეტიფიცირება, როგორც ძებნაში გამოცხადებული ადამიანის.

დაკავებულის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენების ბრალდებით. მას 2-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, 1 დღით ადრე საქართველოს კიდევ ერთი 54 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ბელარუსის საზღვარს კვეთდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და დაკავებულს დეპორტაცია ელოდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics