|
2016-10-12 14:57:04, 1198 ნახვა
სხვადასხვა
რომმა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა
რომმა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეტანილი განაცხადი უკვე გაიტანა. ივნისში არჩეულმა რომის მერმა, ვირჯინია რაჯი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ დედაქალაქში ოლიმპიადის ჩატარების იდეას მხარს არ დაუჭერდა. 21 სექტემებერს კი მან განაცხადა, რომ რომი აღნიშნულ გეგმაზე უარს აცხადებს. მალე მისი გადაწყვეტილება საქალაქო საბჭოში იქნა რატიფიცირებული. იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ რომში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებდა. ვირჯინია რაჯიმ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ რომს მრავალმილიარდიანი ვალი აქვს და საკუთარ თავს ოლიმპიადისთვის საჭირო ხარჯების განხორციელების უფლებას ვერ მისცემს. მერის თქმით, თანხა, რომელიც თამაშების ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, უმჯობესია უფრო მნიშვნელოვან მიზნებს, კერძოდ კი ქალაქის დასუფთავებას და კორუფციასთან ბრძოლას მოხმარდეს. ცნობისთის, 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი 2017 წლის 13 სექტემბერს ლიმაში გახდება ცნობილი.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)