14:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 14:34:15, 1007 ნახვა

პოლიტიკა
კოენი: ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ არჩევნები გამჭვირვალე იყო

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები ამერიკული ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის ექსპერტებმა შეაფასეს.

ორგანიზაციის ოფისში საქართველოს საკითხზე ერთსაათიანი დისკუსია გაიმართა.

როგორც ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა  არიელ კოენმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ არჩევნები საერთო ჯამში გამჭვირვალე და მშვიდობიანი  იყო.

“8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი. როგორც ბევრი არჩევნების დროს, მათ შორის ჩვენთან დაგეგმილ არჩევნებზე, შესაძლოა, მოხდეს შეფერხება, წარმოიქმნას პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია,  რომ ეს არჩვნები  საერთო ჯამში იყოს დემოკრატიული და გამჭვირვალე”, - განაცხადა არიელ კოენმა.

მისივე განმარტებით, “ქართულმა ოცნებამ” მამრთველობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში ცვლილებები და რეფორმები განხორციელა.

“კოალიციამ არა მხოლოდ გააგრძელა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული რეფორმების გზა, არამედ წარმატებული ბრძოლა გააჩაღა კორუფციის წინააღმდეგ, განახორციელა ინიციატივები ჯანდაცვის, განათლების, საგადასახადო და მართლმსაჯულების სფეროში”, - განაცხადა კოენმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics