12:38 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-11 10:32:53, 1008 ნახვა

პოლიტიკა
"პატრიოტთა ალიანსი" სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს

იმ შემთხვევაში, თუ "პატრიოტთ ალიანსი" პარლამენტში შევა, როგორც ბარიერგადალახული პარტია სახელმწიფოსგან 1 მილიონ ლარს მიიღებს, - ამას “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ითვალისწინებს.

კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ძალები, რომლებიც მოსახლეობის მინიმუმ 5 %-ის მხარდაჭერას მიიღებენ, წინასაარჩევნო პერიოდში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" გარდა, სახელმწიფოსგან მილიონ ლარს ასევე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს. ცესკო-ს მონაცემებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 %-იანი ბარიერი სწორედ ამ სამმა პარტიამ გადალახა.

რაც შეეხება წინასაარჩევნო ხარჯებს, შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ოფიციალური მონაცემებით, 13 498 020 ლარი დახარჯა, "ენმ"-მ 1 921 091 ლარი, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 2 134 515 ლარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics