|
2016-10-10 18:42:29, 1249 ნახვა
კომენტარი
ვაჟა ბერიძე: ვფიქრობ, ალასანიას ამომრჩეველი შემდეგ ტურში ურნასთან არ მივა
ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასებით, ირაკლი ალასანიას ამომრჩეველი მეორე ტურში კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. მისივე თქმით, თუ მაინც მივლენ არჩევნებზე, შეიძლება ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და ირაკლი ოქრუაშვილზე თანაბრად გადანაწილდეს: „ვფიქრობ, ალასანიას ხმები არსაით არ წავა და ალასანიას ამომრჩეველი შემდეგ ტურში ურნასთან არ მივა. თუ მივიდა, შეიძლება თანაბრად გადანაწილდეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსა და ოქრუაშვილზე. ესენი ერთმანეთის ანტიპოდები არიან, მაგრამ საწინააღმდეგო პოლუსზე არ დგანან. ისინიც პოლიტკური სპექტრის იმავე პოლუსზე არიან, რაზეც „ქართული ოცნება“ და ირაკლი ოქრუაშვილი, ალასანია დგას.სხვა პოლუსებიც არსებობს ქართულ პოლიტიკაში, ესაა- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთი პოლუსი, „პატრიოტთა ალიანსი“ მეორე პოლუსი და სხვა პარტიები, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს“,-განაცხადა ვაჟა ბერიძემ "ექსპრესნიუსთნ" საუბარში. ცნობისთვის, გორში, არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი დაუპირისპირდებიან. ცესკო-ს მონაცემებით, მაკრახიძესთან ერთად მეორე ტურში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა მან დღეს საარჩევნო კამპანია შეაჩერა და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან დროებით მიდის. ალასანიამ ამომრჩეველთა ხმების 19.38% მოაგროვა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კანდიდატ იოსებ მაკრახიძეს, მას 33.69%-მა დაუჭირა მხარი, ირაკლი ოქრუაშვილს კი 17.33%-მა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)