|
2015-03-17 12:07:38, 438 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს
"ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს,-ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა. "ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს ცენტრი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა.ეს ცენტრი იქნება სამეკავშირეო ბაზაზე საქართველოში. ბაზაზე რამდენიმე ნატო-ს ოფიცერი იქნება, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად იმუშავებენ. ამიტომ, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს სამხედრო კუთხით",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართელოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისთვის ინფრასტრუქტურის შეფასებაა. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ვაზიანის საწვრთნელ ბაზასა და ეროვნულ ცენტრ კრწანისს მოინახულებენ და მათი დასკვნის საფუძველზე ცენტრის ადგილმდებარეობა განისაზღვრება. უილიამ ლაჰიუს თქმით, ნატო-ს ექსპერტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წვრთნების კომპლექსის შემქნაში მხარს დაუჭერენ. "ნატოს კვლევითი ჯგუფი ეწვია საქართველოს იმისთვის, რომ იმუშაოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კოლეგებთან ერთად ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ცენტრის დაარსები ის კუთხით.ჯგუფის ხელმძღვანელი ქვეყანა არის ნორვეგია, ცენტრი არის ერთ-ერთი არსებითი ნატო-საქართველოს პაკეტის, რომელსაც მხარი დავუჭირეთ ნატო-ს სამიტზე უელსში. ნატოს ექსპერტები ასევე მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამ წვრთნების კომპლექსის შექმნაში",-განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)