|
2016-10-09 14:42:40, 1369 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
IRI: გუშინდელი არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ
საქართველოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ძირითადად წყნარ და მშვიდ გარემოში ჩატარდა. კარგად იყო ადმინისტრირებული და როგორც ჩანს ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა, - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლები პრესკონფერენციაზე გუშინდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადეს. მათივე განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები პროცესის მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ასევე მოიცავს არჩევნების მეორე ტურს. "შიდაპოლიტიკური დაძაბულობისა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებული მუდმივი ზეწოლის გათვალისწინებით მისასალმებელი იყო ქართველების მონაწილეობა ამ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებად ასევე კანდიდატებათ, პარტიის წარმომადგენლებათ და საარჩევნო მოხელეებათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ქართველებს მოუწოდებს გადადგან თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯები პირველი ტურის შემდეგ წარმოებული კამპანიაში. ამასთან, IRI-ის გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა მათივე თქმით, კიდევ არის რიგი საკითხები გასაუმჯობესებელი. ორგანიზაციის წარმომადგენლის მარკ გრინის განცხადებით, IRI-ის სადამკვირვებლო მისია გაგრძელდება მეორე ტურების ჩათვლით, რათა ორგანიზაცია დააკვირდეს არჩევნების სრულ პროცესს. "მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს", - განაცხადა მარკ გრინმა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად გააგრძელებენ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)