|
2015-03-17 11:21:53, 1089 ნახვა
ეკონომიკა
დავით უსუფაშვილი: პრობლემა მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან ნუ ექნებათ
პარლამენტის თავჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდოგმარეობა საგარეო ფაქტორებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, როგორც უსუფაშვილმა გუშინ, „მაესტროს ცხრიანში“ განაცხადა, ეკონომიკურ მდგომარეობაზე დემონსტრაცია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან არ უნდა მოაწყონ. „ქვეყნის ეკონომიკური მდოგმარეობის მიზეზი 80–85% საგარეო ფაქტორებია. ფაქტორები,გადავხედოთ რეგიონს, სად რა ხდება, რატომ არის ეს ვალუტები ერთმანეთთან კავშირში. ის რისგანაც ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ სარგებელი, ანუ თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებში შესვლა და საბაზრო ეკნომიკაში ყოფნა ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთზე ახდენს გავლენას. ეს ხდება თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, კანადაში, აღმოსავლეთ აზიაში. ეს არის სერიოზული პრობლემა. თუ ვინმე ამბობს, რომ ამის გამო დემოსტრაცია უნდა მოაწყონ– მოაწყონ, ოღონდ საქართველოს მთავრობასთნ ნუ ექნებათ პრობლემა, მინიმუმ 37 ქვეყნის მთავრობას უნდა მიმართონ. რომ ე.ი ჭკუით მოიქეცით ყველა, რუსეთის წინააღმდეგ სანქიცები შეწყვიტეთ, რომ ამით რუსეთის ეკონომიკა არ დაზარალდეს, რომ მერე ამან სხვა ქვეყნებზე სხვა ეფექტი არ გამოიწვიოს. თუ ამის გაპროტესტებას აპირებენ, გამოვიდნენ, დიდად ამის მოსმენას მაინც არ ვაპირებ“, – აღნიშნა უსუფაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში რამდენიმე თვეა რაც გაუფასურდა. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი 5%–დან 2%–მდე ჩამოვიდა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)