|
2015-01-11 11:07:47, 5598 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში მაზარ–ი შარიფს ესტუმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს ესტუმრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველი სამხედროების მოსანახულებლად ბაზა „მარმალზე“ იმყოფებოდა ასევე, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესო ხატიაშვილი. გენერალ-მაიორი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო პირობებს გაეცნო და ასეულის მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ ბრიფინგი მოისმინა. გენერალური შტაბის უფროსი ქართველსამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა და საერთაშორისო მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. ავღანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „მარმალზე“ ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ჰერალდ განტესაც შეხვდა. „IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში გერმანულ სამხედრო ბაზა "მარმალზე" სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს და საპატრულო რაიონს აკონტროლებს. გაძლიერებული ასეული პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც "მტკიცე მხარდაჭერის" ოპერაციას მაზარ-ი-შარიფში გერმანულ ბაზაზე შეასრულებს“, – აცხადებენ სამინისტროში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)