02:22 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-08 12:31:07, 672 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი

თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქის საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, არჩევნებზე საზოგადოების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია და მას დიდი მოლოდინი აქვს.

„რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული?! ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა დღეს უნდა მოახერხოს და გააკეთოს არჩევანი. ვიცი, გააკეთებს არჩევანს გააზრებულად, გონებით და არა ემოციით და რწმენით. რა თქმა უნდა არარელიგიური რწმენა მაქვს მხედველობაში. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც მომენტებში, გვწვამს და ამ რწმენის მიხედვით წლების განმავლობაში ვახერხებთ, დაუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, მისმა უდიდესმა ნაწილმა, მოახერხა გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამაზე წინასწარ ვსაუბრობ, რადგან ვიცი თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მოხდა ხარისხობრივი გარდაქმნა. გარდა ამისა, ამომრჩევლების აქტივობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი საარჩევნო უბანზე უფროს ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics