2016-10-08 09:42:02, 645 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა
„ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს მივეცი ხმა“,-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, დღეს ყველამ ერთად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მომავალზე.
„ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი მეტი თავისუფლებისთვის, უკეთესი საქართველოსთვის. საქართველოში, სადაც ქვეყანას ეყოლება პარლამენტი, რომელიც დებატების საშუალებას გააჩენს, პარლამენტი, სადაც იქნება კანონშემოქმედებითი პროცესი, პარლამენტი, სადაც დეპუტატებს არასდროს ექნებათ კვორუმის შეკრების პრობლემა. ჩვენ ხმა მივეცით ისეთ საქართველოს რომლისკენაც ყველა ერთად ვისწრაფვით, ევროპულ, მრავალპარტიულ და მრავალფეროვან საქართველოს“,-განაცხადა ხიდაშელმა.
მანვე სთხოვა და მოუწოდა ამომრჩეველს, რომ არ დაიზარონ და მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან