20:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 17:51:14, 729 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაცია მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციას უმასპინძლა.

როგორც "ექსპრენიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი ხვალინდელ საპარლამენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.

ევროპარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს პრეზიდენტის პირადი ჩართულობის მნიშვნელობა წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის არჩევნებში მონაწილეობის გააქტიურების მიზნით.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში. 

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად წარმართვისა და ქართველ ამომრჩეველთა მაქსიმალური აქტიურობის მნიშვნელობა.

საუბარი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ წარმატებასაც შეეხო და აღინიშნა, რომ ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბოძაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics