|
2016-10-07 13:25:18, 1665 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ქალი პოლიციელის იარაღიდან გასროლით დაიჭრა, თუმცა შემოსული შეტყობინებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას
საქართველოს მთავარი პროკურატურა ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა, კომენტარს აკეთებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში ერთი პირი იქნა მოთავსებული. მისი თქმით, დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შესული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. „საბედნიეროდ დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115-ე მუხლით“, - აღნიშა სუხიაშვილმა. მისივე განმარტებით, ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიდან, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა. „უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)