17:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 18:48:55, 702 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი IRI-ისა და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო  თანამშრომლობის საკითხებს, ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თემებს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის  მტკიცე ნებას, უზრუნველყოს ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დიდია სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნების პროცესში, რა მიზნითაც, საქართველოს მთავრობამ არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მოიწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იან კელი დაესწრო. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული წარმატება. იან კელის განცხადებით, საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა ზედმიწევნით შეასრულა.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics