17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 17:33:47, 719 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს რუმინეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.

ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics