17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 16:05:36, 750 ნახვა

პოლიტიკა
GFK-ს ვიცეპრეზიდენტმა ზუსტად არ იცის, ვინ იყო მათი დამკვეთი ყირიმში ჩატარებული კვლევის დროს

„რუსთავი 2“-ის მიერ დაქირავებული კომპანია GFK-ს წარმომადგენლებმა დღეს პრეზენტაცია გამართეს და საზოგადოებას განუმარტეს, თუ  რა მეთოდოლოგიით ატარებენ ისინი ეგზიტპოლებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტი შალვა რამიშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც  ვადიმ ვოლოსის ჰკითხა, ყირიმში ჩატარებული სოციალური გამოკითხვის  დროს, ვინ იყო დამკვეთი, ვისთან თანამშრომლობდნენ.

ვადიმ ვოლოსის თქმით, თავად ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა და მისთვის უცნობია, ვინ შეუკვეთათ კვლევის  ჩატარება. თუმცა, GFK-ს ვიცე პრეზიდენტი ფიქრობს, რომ  ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იქნებოდა შეკვეთილი:

 „მე თვითონ არ მიმიღია მონაწილეობა.  ამერიკელებიც და ევროპელებიც იყვნენ დამფინანსებლები ამ კვლევების. ისინი უბრალოდ ითვლიდნენ მონაცემებს. ვინ შეუკვეთა...მემგონი, კლიენტები რუსები არ იყვნენ. მე თვითონ არ ვიყავი ჩართული, ზუსტად არვიცი. ვფიქრობ, ამერიკული  არასამთავრობოების მიერ იქნებოდა შკვეთილი“,-აღნიშნა ვადიმ ვოლოსიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics