|
2016-10-06 13:27:03, 585 ნახვა
საზოგადოება
თამარაშვილის ქუჩაზე ხეივნის კეთილმოწყობა დასრულებულია
თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის გზის გამყოფი კილომეტრნახევრიანი ხეივნის კეთილმოწყობა დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან ერთად გაეცნო. განახლებულ ხეივანში მერთან ერთად იმყოფებოდნენ ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე. დავით ნარმანიას განცხადებით, 50 წელზე მეტია ხეივანი არ განახლებულა და ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კიდევ ერთი კომფორტული და მოსასვენებელი მწვანე სივრცე მოეწყო. „ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ძალიან ლამაზი ხეივანი ვაჩუქეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ აქ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა, როგორც გამწვანების თვალსაზრისით და დამატებითი მცენარეების შემოტანის, ასევე, ბალახის საფარის დაგების კუთხით. ხეივანში იქნება უფასო ინტერნეტი, დაირგო ყვავილები და ამით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა”, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 1961 წელს გაშენებულ ხეივანს, წელს, პირველად ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და დედაქალაქს კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი შეემატა. რეკონსტრუქციის ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სარწყავი სისტემა, დაიგო ქვაფენილი, შეიცვალა ბორდიურები, დამონტაჟდა განათების 108 ბოძი და ლამპიონი, დაიდგა სკამები და ურნები, დაიგო 10 000 კვ.მ მწვანე გაზონი. ხეივნის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და დეკორატიული ბუჩქებით გამწვანდა. დაირგო სამი სახეობის ტუიას, ოლეანდრას და ფორციზიას ბუჩქოვანი მცენარეები, მოეწყო საყვავილე თარგები. კომპანია „სილქნეტი“ ხეივნის სტუმრებისთვის უფასო ინტერნეტს უზრუნველყოფს.
(NS)
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
თბილისში მამაკაცი დანით მოკლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია
წელს მეორედ, პუტინმა უკრაინაში ომის ასობით ათასი მსხვერპლი „არა ფუჭად“ მოიხსენია
„გამარჯობა, გრენლანდია!“: ტრამპი კუნძულის შესახებ ახალ პოსტს აქვეყნებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)