|
2016-10-06 13:04:46, 1383 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის ყველაზე სუსტი რგოლი ამზომველები არიან
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის ორი თვის შედეგები შეაჯამა. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა მიწის ამზომველების შესახებაც ისაუბრა. „ორი თვის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არაერთ სოფელში და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა. ამიტომაც მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ნუ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე „ამზომველი" აწერია, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა. ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობებში აუცილებელია, მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტებით შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში ანაზღაურებს სახელმწიფო ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად − იქნება ეს სერტიფიცირებული თუ არასერტიფიცირებული ამზომველი. ამზომველებს მინდა, ვურჩიო, რომ მოქალაქეს ნუ ეტყვიან, რომ თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ, რომ თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო პირველ აგვისტოს. დღემდე ჩვენ 80 000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და 20 000-ზე მეტმა რეგისტრაცია უკვე წარმატებით დაასრულა", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)