|
2015-03-16 14:04:22, 601 ნახვა
პოლიტიკა
ირინა იმერლიშვილი: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ძალიან სერიოზულადაა მომზადებული
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა სერიოზულადაა მომზადებული. მისივე თქმით, პრეზიდენტი მზადაა, დებატებშიც მიიღოს მონაწილეობა. იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ბიურო დებატების ფორმატის გადაწყვეტილებას მიიღებს. „პრეზიდენტის გამოსვლა არის ძალიან სერიოზულად მომზადებული და ჩვენ გვინდა მოვისმინოთ კომენტარები საექსპერტო წრეებიდან. პრეზიდენტი მზად არის აღნიშნული გამოსვლა იყოს დებატების ფორმატში, თუმცა ეს პარალამენტის ბიუროს გადასაწყვეტია და იმედი მაქვს რომ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს“,-აღნიშნა იმერლიშვილმა. იმერლიშვილი იმედოვნებს, რომ საელჩოები შარშანდელივით ინტერესს გამოიჩენენ და მოხსენებას დაესწრებიან. ხოლო რაც შეეხება, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრებას, იმერლიშვილის თქმით, როცა პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მიმართავს მოსახლეობას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მთავრობისთვის ეს საინტერესო უნდა იყოს. „როგორც წესი ყველა სტუმარი, როგორც მინისტრები, ისე დიპლომატიური კორპუსი, უნდა მიიწვიოს საქართველოს პარლამენტმა, თუმცა ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გამოსვლა იქნება და როდესაც პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოსახლეობას წელიწადში ერთხელ მიმართავს, ვფიქრობ ეს მათთვის საინტერესო უნდა იყოს“,-განახადა იმერლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)